White Sails Residential Hotel ეძებს გუნდის ახალ წევრს მფლობელებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მფლობელებთან ყოველდღიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და მათ მოთხოვნებზე დროული რეაგირება;
- მფლობელებთან ურთიერთობის დესკის ყოველდღიური ოპერირების მართვა და კონტროლი;
- მფლობელებისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება და დროული გაგზავნა;
- აპარტამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვა და სისტემატიზაცია;
- Front Desk, Housekeeping და ტექნიკურ დეპარტამენტებთან კოორდინაცია მეპატრონეების აპარტამენტებთან დაკავშირებული საკითხების სწრაფად და ეფექტურად მოსაგვარებლად;
- მფლობელების შეკითხვების, მოთხოვნებისა და საჩივრების პროფესიონალურად და ოპერატიულად მართვა;
- აპარტამენტების სტატუსის, მომსახურების ხარისხისა და დეტალების მონიტორინგი;
- მფლობელებთან კომუნიკაციის ისტორიის, დოკუმენტაციისა და მონაცემების სწორი აღრიცხვა;
- ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და მაღალი მომსახურების სტანდარტის მქონე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
- მფლობელებთან ურთიერთობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების შეთავაზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტურიზმის, სასტუმროს მენეჯმენტის ან შესაბამის სფეროში სასურველია;
- სასტუმროს ოპერაციებში ან სტუმართან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა, დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- სასტუმროს მართვის სისტემებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება სასურველია;
აუცილებელი უნარები:
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- სტუმარზე და მეპატრონეებზე ორიენტირებული მიდგომა;
- პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- პრიორიტეტების მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამშრომელთა ბენეფიტების პაკეტს;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ თქვენი რეზიუმე.
წარმატებებს გისურვებთ!